კომპანია „ას ჯორჯია“ წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სასარგებლო სოციალურ საქმიანობებს.
ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანია “ას ჯორჯია” სრულად იაზრებს მწვანე საფარის საჭიროებას ქალაქში. სწორედ ამიტომ, წამოიწყო ყველაზე მასშტაბური, 8 ჰექტრამდე ტერიტორიაზე განლაგებული პარკის მშენებლობა, სადაც დაირგა 10 000-მდე ხე-მცენარე.
2020 წლის პანდემიის პერიოდში, კომპანია „ას ჯორჯიამ“ 200 000 ლარამდე ფინანსური დახმარების გამოყო.
კომპანია “AS Georgia” აქტიურად თანამშრომლობდა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ჩაატარა არაერთი კამპანია/ღონისძიება მოზარდთა განვითარების ხელშესაწყობისთვის.
კომპანია “ას ჯორჯიამ” 2017-2018 წლებში მხარი დაუჭირა სოციალური სირთულეების მქონე მარტოხელა დედებს.
2018-2019 წლებში კომპანია “ას ჯორჯიამ” დააფინანსა მრავალფუნქციური კომპლექსი “დირსის” მცხოვრები მოზარდების სხვადასხვა სპორტული აქტივობა.
კომპანია მუდმივად ცდილობს დახმარება გაუწიოს სოციალურ სიდუხჭირეში მყოფ ადამიანებს.