სარგებელზე ორიენტირებული ინვესტიციები
As Georgia > „დირსიში“ სუპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“ და კვების ობიექტი „კანტინა“ გაიხსნება

„დირსიში“ სუპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“ და კვების ობიექტი „კანტინა“ გაიხსნება

„დირსიში“ სუპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“ და კვების ობიექტი „კანტინა“ გაიხსნება

საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს აწერს, რომელიც გულისხმობს სუპერმარკეტების ქსელ „გუდვილის“ და იტალიური კვების ობიექტის „კანტინას“ გახსნას „დირსის“ ტერიტორიაზე.

 

მემორანდუმის მიზანია ერთ სივრცეში განათავსოს ყველა ის ობიექტი, რომელიც „დირსის“ მაცხოვრებლებისათვის მშვიდ და კომფორტულ ცხოვრებას განაპირობებს.

სექტემბრიდან გაიხსნება „გუდვილის“ ახალი სუპერმარკეტი, რომელიც 250 კვ/მ-ზე განთავსდება. „გუდვილის“ ბრენდის განმასხვავებელი ნიშანი ყოველთვის იყო და არის ხარისხი, მრავალფეროვანი პროდუქცია და კომფორტი. სწორედ ამას შესთავაზებს „გუდვილი“ უკვე „დირსის“ ბინადრებს.

„ამ მემორანდუმის ხელმოწერით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ურყევ ნებას, უზრუნველვყოთ თბილისის ძველი უბნის განვითარება და ახალი ობიექტების გახსნით, მაქსიმალური კომფორტი შევთავაზოთ, არა მხოლოდ „დირსის“ კომპლექსის მაცხოვრებლებს, არამედ მიმდებარე უბნებსაც.” – განაცხადა „ას ჯეორჯიას“ დირექტორმა – მურად ისფანდიაროვმა.

 

„დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში შექმნილია მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისათვის საჭირო ყველა აუცილებელი პირობა.

„დირსის“ საცხოვრებელი კომპექსის უპირატესობები:

  • კონსიერჟის და დაცვის 24 საათიანი მომსახურეობა
  • დაცული ტერიტორია
  • ეკოლოგიურად სუფთა გარემო
  • ბულვარი და ფეხით სასიარულო ზონა ბავშვებისათვის
  • კეთილმოწყობილი შიდა ეზოები
  • საბავშვო ბაღი ,,ინგლისური სამყარო დირსიში,,
  • ველობილიკები
  • სათამაშო და სპორტული მოედნები