სარგებელზე ორიენტირებული ინვესტიციები
As Georgia > დირსის ფონდი ქველმოქმედებას აგრძელებს

დირსის ფონდი ქველმოქმედებას აგრძელებს

დირსის ფონდი ქველმოქმედებას აგრძელებს

საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“ ქველმოქმედებას აგრძელებს. შემოდგომის შემდეგ დირსის ფონდმა 50-ზე მეტი ოჯახი გაახარა.

ერთ-ერთი ბენეფიციარი აგვისტოს ომის ვეტერანი – ირაკლი შანიძეა. ირაკლის გადაადგილება და მეტყველება არ შეუძლია. მას მარტოხელა დედა, ქალბატონი ვიოლა უვლის. ირაკლის ძმა აფხაზეთის ომში დაღუპულია. ორი შვილი და ორივე გმირი . . . ასეთი ადამიანების დავიწყება შეუძლებელია. დირსის ფონდი ყოველთვიურად შეეცდება მათი ოჯახის გვერდში დგომას.

მაისში, ფონდი 7 ოჯახს ეწვია. დირსი პერმანენტულად ცდილობს ბენეფიციარების რაოდენობის გაზრდას და მათ უზრუნველყოფას საკვებითა და პირველადი საჭიროების სხვა პროდუქტებით. დირსის საქველმოქმედო ფონდი კიდევ ბევრ ოჯახს გაახარებს.