სარგებელზე ორიენტირებული ინვესტიციები
As Georgia > ინვესტორებისთვის

ინვესტორებისთვის

კომპანიის სტრატეგია

 

AS Group Investment – ის საინვესტიციო სტრატეგია წარმოადგენს, უძრავი ქონების ბაზარზე, საინვესტიციო პროექტების განხორციელების კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მხარდაჭრილია საოპერაციო ბიზნეს პროცესების დახვეწით. საინვესტიციო სტრატეგიის რეალიზაციის პროცესში, კომპანია ენდობა საკუთარ ექსპერტიზას და სხვადასხვა პროექტის მრავალწლიან გამოცდილებას აზერბაიჯანში, საქართველოსა და მთლიანად რეგიონში. სწორედ ეს არეალი წარმოადგენს პრიორიტეტულ საინვესტიციო ზონას. თუმცა, კომპანია ყოველთვის მზად არის განიხილოს მიმზიდველი პროექტების რეგიონს გარეთ.

 

ჩვენი კომპანია სპეცილიზდება საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების მიმართულებით. ჩვენ დაგვიგროვდა საცალო და საოფისე ცენტრებთან, სასტუმროებსა და ბინებთან მუშაობის მდიდარი გამოცდილება. ზრდისა და შემდგომი მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ ვახორციელებთ მდგრად და საინვესტიციოდ მომგებიან პროექტებს.

 

დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად, დააჭირეთ აქ.