სარგებელზე ორიენტირებული ინვესტიციები
As Georgia > დირსი

დირსი

დირსი — საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში, რომელსაც საერთაშორისო დეველოპერული ჰოლდინგი AS Group Investment-ის შვილობილი კომპანია AS Georgia (ას ჯორჯია) 2012 წლიდან აშენებს.
AS Group Investment პროექტებს ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს. კომპანია იზიარებს თანამედროვე ტენდენციებს, რომლის თანახმად, მთელი მსოფლიოს დეველოპერები და არქიტექტორები თანმიმდევრულად გადადიან წერტილოვანი მშენებლობიდან მასშტაბური პროექტების რეალიზებაზე. რა დროსაც ცდილობენ დაამკვიდრონ ისეთი ცნებები, როგორებიცაა „ცხოვრების ახალი სტილი“, „ხარისხიანი გარემო“, „ერთიანი ურბანული სივრცე“.
„დირსის“ უბანი აღნიშნული კონცეფციის რეალიზაციის შედეგია – „ახალი ქალაქი ძველ ქალაქში“. თბილისის ახალი უბანი, ქალაქის ცენტრიდან, 7 წუთის სავალზე შენდება.
2014 წლის ნოემბერში დასრულდა „დირსის“ პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავს 11 საცხოვრებელ კორპუსს (22 ბლოკი, 2604 ბინა). 5 კორპუსი უკვე ექსპლუატაციაშია შესული და მობინადრეები ჰყავს.
კომპლექსის მთლიანი ტერიტორია მოიცავს 46 ჰექტარს, ხოლო პირველ, დასრულებულ ეტაპზე, 10 ჰექტრამდე გაშენებულ საცხოვრებელ ფართს. კორპუსების სიმაღლე არის 16-დან 26 სართულამდე. სრული პროექტი აერთიანებს 20 კორპუსს, 39 ბლოკსა და 4 898 ბინას.
კომპანიამ, საქართველოში, უკვე განახორციელა, 170 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის, ინვესტიცია.

 

 

პროექტის სახელწოდება აღებულია დირსიჭალიდან, რაც ძველ თბილისში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ორთაჭალის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ბაღებს ერქვა. XVII-XVIII სს. დირსიჭალის ბაღები ერთმანეთისგან მიჯნავდა ავლაბარსა და ნავთლუღს. დირსიჭალა თავისი ბაღებით, ისევე, როგორც ორთაჭალა, XIX საუკუნეშიც ინარჩუნებდა თავის მნიშვნელობას, როგორც ქალაქის პირას მდებარე ერთ-ერთი, სასოფლო-სამეურნეო, ერთეული.

 

დირსის გაყიდვების ოფისის საკონტაქტო ინფორმაციაა:

 

თბილისის ოფისი (დირსის ტერიტორიაზე)

მის: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და მდ. მტკვარს შორის

ტელ: 2 74 04 04

 

www.dirsi.ge