სარგებელზე ორიენტირებული ინვესტიციები
As Georgia > ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

2010 წელს დაფუძნებული კომპანია, „AS Georgia“ („ას ჯორჯია“) რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული ჰოლდინგის – AS Group Investment – ის შვილობილი კომპანიია, რომელსაც რეგიონის მრავალ ქვეყანაში წარმატებული კომპლექსური პროექტების მაღალ დონეზე შესრულების 10 წლიანი გამოცდილება გააჩნია. კომპეტენტური მართვის მეთოდები, მომხმარებელზე მაქსიმალური ორიენტაცია, ძლიერი თანამედროვე ტექნიკური ბაზა და ინოვაციური მსოფლიო ტექნოლოგიების გამოყენება წარმოადგენს როგორც დამფუძნებელი, ასევე შვილობილი კომპანიის წარმატების საფუძველს. საქართველოში, “AS Georgia” მომხმარებლებს უნიკალურ საცხოვრებელ კომპლექსს – „დირსის“ სთავაზობს, რომელიც გამოირჩევა, როგორც მშენებლობის უმაღლესი ხარისხით, ასევე „ქალაქში ქალაქის“ უნიკალური კონცეფციით.

 

ყველა პროექტი, კონცეფციიდან მის სრულ ჩაბარებამდე, ხორციელდება AS Group Investment-ისა და მისი შვილობილი კომპანიების მიერ.

 

AS Group Investment-ის საქმიანობის სფეროებია:

 

  • საცხოვრებელი კორპუსების შენებლობა;
  • საოფისე შენობების დიზაინი და მშენებლობა;
  • კომერციული შენობების დიზაინი და მშენებლობა;
  • ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის მშენებლობა;
  • სამშენებლო მასალების წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მიწოდება;
  • სამშენებლო მასალების წარმოება: ბეტონი და ბეტონის ბლოკები, რკინაბეტონის პროდუქტები, არმატურის ბადეები;
  • მოსაპირკეთებელი ფილები, მეტლახი და ბორდიურები;
  • ბეტონის დანამატების წარმოება;
  • სამშენებლო ტექნიკა და ტრანსპორტირება.

 

მიუხედავად 10 წლის განმავლობაში მიღწეული დიდი წარმატებებისა, ჰოლდინგის მიზანს შემდეგი მიღწევები წარმოადგენს:

 

  • კავკასიის რეგიონში სამშენებლო და უძრავი ქონების დეველოპერულ 5 წამყვან კომპანიას შორის ადგილის დაკავება
  • პროექტების სანდოობისა და საინვესტიციო მომგებიანობის ამაღლება

 

ჩვენს მისიას წარმოადგენს საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, არსებული ტრადიციების შენარჩუნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მიზანი AS Group Investment-ის თითოეული მომხმარებლისთვის მოსახერხებელი და საიმედო მომავლის შექმნაა.

 

ამ მიზნით, ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორები კავკასიის რეგიონში არსებული წამყვანი დეველოპერული კომპანიებისთვის, მათ შორის ერთ-ერთ გამორჩეულ ბელგიურ “BESIX Group”-თან თანამშრომლობის გზით, რითიც დამსახურებულად ვამაყობთ.